LATENTE TESTAMENT

ინსტლაცია შდეგება ორი ნაწილისგან, პირველი ნაწილია ბიბლიის ტექსტი, რომელიც სიტყვასიტყვით, დისკრეტული პროპორციებით არის დაფარული, ნიშნად ტექსტის პირველსაზრისის დაფარულობისა. ხოლო მეორე ნაწილი მოიცავს ფრაგმენტებს დაფარული ტექსტიდან, რომელი ფრაგმენტებიც ფორმას, ფერს იძენენ და ამით დამოუკიდებელ ობიექტებად, ფრაქტალებად ფორმდებიან.
ტექსტის ფორმად გარდასახვით და მისი ფერში გაქრობით წარიხოცება სინტაქსის სივრცე და ფერად ფორმა/ობიექტში უხილავი ქსოვილით იმალება ტექსტი, როგორც მსხვერპლი ხილულის დაბადებას რომ გადაჰყოლია, მუდამ მოლოდინით იმ მომენტისა, როდის გაცხადდება...
სიტყვები მრკთალად ჩანს ფერად ნაწილზე, ზღვართან ახლოს მის საბოლოდ გაუჩინარებასა და ყოფნას შორის, ხოლო რაც ჩანს გაუგებარია, უკონტექსტოა ან საბოლოოდ დაფარულია ...

Comments