მინიმალიზმი


მოკლედ, მინიმალისზმის შესახებ

რეალობის მთავარი გამოცანა ის არის, რომ ადამიანი მხოლოდ თავის თავს ცნობს სამყაროში. ყავის ჭიქაშიც კი ვიღაცეებს ხედავ, მარჩიელობ. 
ცხოველებიც იმიტომ გიყვარს რომ ისინი შენ გგვანან.
მინიმალისტური ხელოვნების მთელი პოეტური არსი იმაშია, რომ აქ ვერ ხედავ შენს თავს
და ვერაფერს ამსგავსებ.


დევიდ არმსტრონგი ,,დუალიზმის კრიტიკაში" ნათლად აყალიბებს ცნობიერების პრინციპებს და ამბობს, რომ გამაერთიანებელი რგოლი არ არსებობს ჩვენს ცნობიერებასა და ჩვენს სხეულს შორის. ეს ადგილი ღიაა ...
მინიმალიზმი გონებასთან აკავშირებს იმ ობიექტებს რომელებიც არ გავს ადამიანის სხეულს. არც არაფერს არ გავს. 

აზროვნება რომელიც გადასახლდება უცხო საგანში და შეიგრძნობს თავის ნაწილად მატერიის ფორმას, სიგრილეს და სილამაზეს - შორდება ადამიანს.
შენ თავად ხდები შიშველი რკინისა თუ საღებავის ცნობიერება. შენ მოიაზრებ მას შენივე ტანად.
და ეს აუცილებელი ჰორიზონტია, სადამდე მისვლაც ცნობიერების არსში დევს, მისი გადარჩენისა და სამყაროს სრულ პოეტურობაში გადაცხოვრების საზრისში. 


დონალდ ჯადი. უსათაურო. 1965           




Comments