სკაფანდრი და პეპელა (ფილმი) The Diving Bell and the Butterfly

                           
ვისკონტის ,, სიკვდილი ვენეციში'' გამახსენდა. პარალელს ვერ გავავლებ, მაგრამ რკითხვაზე, რა  არის ადამიანი?შესაძლებელია რომ დისკურსი გაიშალოს.
უემოციო ინტელექტუალის პრობლემა რაც თომას მანს აწუხებდა თითქოს რაღაც ადამიანურ დანაკლისს გულისხმობდა. უნდა მომხდარიყო გაბედვა რეალურ ცხოვრებასთან შეხების, რასაც თითქოს სიბერე და კულტურა აშორებს ადამიანს.
ამ ფილმში კი ისმის შეკითხვა თუ რა არის ეს რეალური ცხოვრება. იქნებ ის გასაოცარი ფინალი ვისკონტის ფილმის მხოლოდ კიჩია მიუღწევლობაზე და ტკივილზე.
ამ კიჩს კი ადამიანის სხეულის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის, სილამაზის უსიტყვო რწმენა ქმნის.
,,საკაფანდრი და პეპელა'' ადამიანის შემადგენლობის პოეტური მეტაფორაა. რითაც დესტრუქცია ხდება ჩვენი ურყევი წარმოდგენის, ჩვენივე ადამიანური ფორმის აღმნიშვნელის.
მთავარი პერსონაჟი რომელიც მხოლოდ ცალი თვალით ამყარებს კავშირს სამყაროსთან და ამ თვალით წიგნს დაწერს, ფიქრობს რომ სკაფანდრშია და მისი გულის ხმა როგორც პელის ფრთხიალი ისე ესმის. ამაზე უფრო მინიმალური სამყარო არ არსებობს. რედუქციის აზრით აქ ყველაზე მეტად უნდა ჩანდეს თავად ამ არსების აზრი, რაც ასეთ შეზუდულობამდე დავიწროვდა.
ჟან დომინიკის სიტყვებშივე ირკვევა თუ რა ხდება არსებობის ამ სიღრმეზე. ის ამბობს რომ საავადმყოფოში სადაც ავადმყოფობის გამო მოხვდა, თავისი ადგილი იპოვა. სასწაულია რომ სულიერება არ დავკარგეო. მან შეძლო ფანტაზიით ამოევსო ის რაც არ ქონდა, განთავისუფლდა როგორც პეპელა ჭუპრიდან. ის აცნობიერებს რომ არაფერია იმაზე მეტად საჭირო და სასურველი ვიდრე მარადიული განმეორება, როგორც გულისცემა. აქ რათქმაუნდა ნიცშესთან პარალელია და ასევე საიდუმლო ჩვენზე.

Comments