სოპრანოს კლანი The Sopranos



პირველი სეზონის ბოლო, მეცამეტე სერიაში როგორი დრამაც თამაშდება ასეთი არსად არ მინახავს.
სუფრასთან ზის ტონის ოჯახი: დედა, ვინც ტონის მკველობა ჩაიფიქრა.  ბიძა, ვინც მკველობის განხორციელება სცადა და დაჭრილი ტონი თავისი ცოლშვილით. ამ დროს ყველამ ყველაფერი იცის... დაძაბული სიმშვიდით ვახშმობენ. აქ, თან უკვე კარგად ერკვევი ყველა პერსონაჟის ფსიქოლოგიური პორტრეტში და ბოლომდე ხედავ ამ სიჩუმეში პერსონაჟების ეგზისტენციალურ მდგომარეობას.
კინო ენა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აღწევს.
და ეს ამბავიც ნამდვილი ხდება. რეალურია ეს დიალოგებიც.
იმ სიღრმეში იხედები როგორი სიღრმეც აქვს რეალურ ურთიერთობებს. აქ ხდება ინვერსიები.


დრამა ხელოვნებაში ადამიანს ეხმარება წინასწარ განჭვრიტოს თავისი ცხოვრება, იმ მიზეზით რომ რეალურ ცხოვრებაში ვერ განსჯი შენს ალტერნატიურ ქმედებებს. მაყურებელობა დრამის კი გულისხმობს იმ დისტანციას რაც არ აქვს ცხოვრებას. ეს ადგილია სადაც ფიქრდები ამ ყველაფერზე მშვიდად.
როგორც კუნდერა ამბობს, ვერასოდეს გაიგებ წინასწარ იყო თუ არა სწორი არჩევანი რაც შენ უნდა აგერჩია. ამიტომ მუდმივია ადამიანის ინტერესი დრამის მიმართ.

Comments