ტვინ პიქსი: ცეცხლო იარე ჩემთან ერთად. Twin Peaks Fire Walk with Me




მე ფილმი ყველაზე მეტად მომეწონა. თავიდან, ცოტა მოსაწყენად იწყება თითქოს, მაგრამ შემდეგ ხდება სიგიჟე.
(სპოილერებია, ფრთხილად!) რაც შეეხება ახალ მესამე სეზონს ტვინ პიქსის, მე უკვე აღარ მომწონს, არ შეიძლებოდა ეს უღრმესი თემა და პრობლემები სიუჟეტური კვანძით გახსნილიყო და ყველაფრის მიზეზი ბუშტებიდან დაბადებული მაჯლაჯუნები ყოფილიყვნენ. მესამე სეზონის მერვე სერია არის ,,ტვინ პიქსის'' სრული კრახი. ფაქტობრივად ლინჩმა ეგზისტენციალური მისტიკიდან კომიქსში ამოყო თავი, მე სულ სხვანაირად წარმომედგინა გაგრძლება და გულდასაწყვეტია ეს, სრული ჩავარდნაა სერიალის, რასაც არაფერი ეშველება. კომერციაზე  გაიყიდა მთელი სერიალის ღირებულება, რაც ძალიან დასანაია. ან უბრალოდ, ლინჩმა ვეღარ გამოიგონა გაგრძლების სხვა ფორმა.
ამიტომ მე ფილმი უფრო მომწონს, აქ ყველა პრობლემატიკა სრულყოფილად ვლინდება.

ვისაც სერიალი არ უნახავს არ უნდა ნახოს ფილმი. ლორა პალმერის მკვლელობის მთლიანი ვერსიაა ფილმში რაც სერიალამდე თუ ნახე სერიალს ხიბლი ეკარგება. თუმცა ეს ფილმი სერიალს არ აგრძელებს, იმ ამბებს ყვება რაც სერიალის სიუჟეტამდე მოხდა. ამ ფილმზე კი შეიძლება საუბარი რადგან აშკარად გამოხატული შინაარსები აქვს. ელექტრას კომპლექსი და მამის ეჭვიანობა შვილის მიმართ, ლორას მეტამორფოზები და შიში.
ლინჩის პერსონაჟები ზღვარზე არიან ადამიანის ტერიტორიის შიგნით. ლორა პალმერის მამა სახეა მამის კულტურული კონსტრუქციის, რომლის დარღვევა თავად მას არ შეუძლია რადგან მამური სიყვარული შვილის მიმართ არ აძლევს შანს შეეგუოს შვილის ,,გარყვნილებას'',  ასევე  თავის გარყვნილებას და მკვლელობას,  რომლითაც თავისი ქცევა უარყო.

მამას შფოთი მიმეზისური ხატებიდან ეწყება და ჩვენს ცნობიერებაშიც ეს განგაშად და მოსალოდნელ  საფრთხედ აღიქმება. როცა ლორაზე გაბრაზებული ამბობს რომ ,,ლორას ხელები სუფთა არ აქვს'' , ,,დაიბანე ხელები!'. ასევე, მისი მკაფიო პროტესტი იმაზე რომ ლორას ბევრი ბიჭი ყავს.
ლორას საფრთხის და განაჩენის შიში აქვს, მან იცის რომ მამას ის უყვარს. მასაც უყვარს მამა და თავის თავისუფლებას მამის პერსონაურ ტრაგედიად აღიქვამს, ის ცდილობს დაუმალოს მამას თავისი ცხოვრება. მამაც უმალავს მას  და დღიურიდან ფურცლებს ხევს... ლორამ იცის რომ  ადამიანის ტერიტორიაზეა და აქ შეუძებელია არსებობა ( მეტაფორულად) იმ ანგელოზის გარეშე რომელიც მის ოთახში, სურათში ხატია, მშიდობის ანგელოზი რომელიც სუფრაზე მსხდომ ბავშვებთან ერთად ზის. როცა ანგელოზი ქრება ბოროტება იმარჯვებს. ეს ბოროტებაა ადამიანის ტერიტორიის შიგნით მომწიფებული და განხორციელებულია. ალბათ, ,,fire walk with me'' გულისხმობს ადამიანშივე იმ განკითხვის ცეცხლს რომელზეც თავიდან ლორა საუბრობს. თუ ეს ცეცხლი მასთან ერთად იქნება ის დაცული იქნება მამისგან. დღიური მეტაფორულად მამის მიმართ სიყვარულს აღნიშნავს.

ლორას შიში და ეჭვებშია განცნობიერების ზღვარზე, თუ რა ხდება რეალურად. ,,მამა პარასკევს სახლში იყავი დილით?" როცა ეკითხება მანქანაში ყოფნისას - ეს ყველაზე შემაზრწუნებელი მომენტია.
ლინჩი ახერხებს იმას რომ ამ რეალობის მიმეზისურ შინაარსებში დაგვანახოს ის საშინელება რაც არის და არ ჩანს. მერე რა რომ მამა დილით იყო სახლში? მაგრამ, ფილმში ეს პასაჟი საშინელებას ამხელს.

ლორას დაქალი დონა ბოლოს მატარებლის ვაგონში ამბობს, ,,მაპატიეთ'' და ამ დროს ჩნდება ანგელოზის ქანდაკების ხელები, და ის გადარჩება. თუმცა აქ ეს ხელები და სხვა რომელიმე მორალურ რელიგიური პასაჟი არ ატარებს კიჩურ შინაარს. ეს ყველაფერი მეტაფორებია ტერიტორიაზე, რომელიც ადამიანმა თვითონვე გამოიგონა.
 ლინჩს მივყავართ იმ ზღვარზე სადაც ადამიანი უნდა დასრულდეს, ყველა მისი პერსონაჟი ამ ტკივილს და სიგიჟედ ტრანსფორმაციას განიცდის იმ ზღვართან სადაც კულტურა და ადამიანი მთავრდება. პარკერს ხილვის დროს ლილიპუტი კაცი ეუბნება ,,მე ვარ შენი ხელი’’  და ხელის პირზე მიდებით ველურის ხმას გამოსცემს. - ეს ვიდეო მინიშნებაა იმაზე რომ კულტული ცნობიერებით ადამიანი ვერ დატოვებს თავის თავს.  ლინჩის მიზანი ამ ზღვართან მოსვლაა იმ კარებთან მოსვლა სადაც ვერ გადავდივართ. მისტიკური ბებო და შვილიშვილი ლორას აძლევს ფოტოს სადაც კარებია გამოსახული. ეს კარები ამ ზღვარს გულისხმობს, რომელიც მხოლოდ ფოტოა და რაშიც ვერ გადახვალ.

ბურატინოსცხვირიანი ბიჭის ცეკვა, რომელიც ბებოს ახლავს ნამდვილი შედევრია და მეტაფიზიკური შინაარსები შემოაქვს. მოცეკვავე ბავშვის რომელიც ტყუილის ნიღაბს ატარებს... აქ მინიშნებაა ზეკაცის აცდენილობაზე რეალობასთან და რეალობის დიდ ტკივილზე. ,,მამა მომკლავ?'' ლორას ბოლო სიტყვები ადამიანის აბსოლუტურ უმწეობას გამოხატავს თავად ადამიანის წინაშე...

Comments