კატელანის ბანანი


აქა განაზრებაი ბანანსა ზედა ყოვლითა წარმავალობითა თავისა თვისისათა

Art Basel Miami Beach -ზე  120000 $ გაიყიდა მაურიციო კატელანისს ახალი ნამუშევარი, რომელიც წარმოადგენდა ნატურალურ ბანანს. როგორც   Galerie Perrotin წერს, კატელანს ამ ნამუშევრის იდეა ართი წლის წინ მოსვლია. თავიდან, სკულპტურის სახით უნდოდა გაკეთება. ინსპირაციისთვის მუდამ ეკიდა თავის სასტუმროს ნომერში ბანანი და აკეთებდა სკეჩებს. ესიგი, რაღაც, უცებ მოფიქრებული არ იყო. ბოლოს, შეჯერდა ნამდვილ ბანანზე. CNN- მაც გააშუქა ეს ამბავი. ისაუბრეს ბანანზე, როგორც  გლობალური ვაჭრობის სიმბოლოზე და ავტორის იუმორზე. 
აქვე, გავიხსენოთ კატელანის ძველი ნამუშევარი მომქმედი ოქროს უნიტაზი ,,ამერიკა'', რომელიც მოიპარეს. 

კატელანის ,,ბანანის'' ღირებულებაზე ძალიან ბევრი კითხვა ისმება. ეს ხომ აბსურდია, ნამდვილი, მალფუჭებადი პროდუქტი ასეთ თანხად გაიყიდოს. ან, საერთოდ, რა არის მხატვრული ღირებულება ამ ნამუშევრის? 
შეძილება, საკითს სხვანაირადაც შევხედოთ. კატელანის ეს ნამუშევარი ათასობით ადამიანის ინსპირაცია გახდა. ადამიანები ბაძავენ და ქმნიან მსგავს ნამუშევრებს,  პოსტავენ ინსტაგრემზე და დიდ ყურადღებას იქცევენ. ეს, ზუსტად ის აზროვნების ტიპია რაც თანამედროვეობის სულს გადმოსცემს, რაც სოციალური მედიის შინაარს ეხმიანება. იდეა იმდენად აბსურდული და მარტივია რომ ყველას შეუძლია გაიმეოროს. გაყიდვის ფაქტი ვფიქრობ წინასწარ გათვლილი იყო ნიუსისთვის, რომ ყურადღება მიექცია და მასშტაბური, რეაქციული კამპანიის მიზეზი ყოფილიყო. 
შეიძლება ითქვას, რომ დღეს განყენებული ნამუშევრები ვირტუალურ სივრცეში იკარგებიან, არ აღიქმებიან. ნამუშევარი ხდება მარკეტინგული ნამუშევარი, კრეატიული, სანახაობრივი, ოღონდ სანახაობრივი არა თავისთავად არამედ  მისი მიბაძვის, გამეორების მრავალსახოვანობის აზრით. 

კატელანის ეს ნამუშევარი წარმოაჩენს ურთიერთობას ინსტალაციას, რედიმეიდსა (იგივე სკულპტურა)  და სოციალური მედიას შრის. აქამდე გვინახავს თავად ვირტუალურ სივრცეში შექმნილი მიმები. მაგრამ რეალური ნამუშევარი, რომელიც ბაზარზე გაიყიდა არ გამხდარა ასეთი მოქნილი და ატაცებადი, ადაპტირებადი სოციალური მედიისთვის. სწორედ, ეს დაკავშირების ფორმა რეალურსა და ვირტუალურს შრის არის გენიალური. კედელზე მიკრულობა ბანანს პასიურ მდგომარეობაში აყენებს და წარმოადგენს პატერნს რომელშიც შეიძლება სხვადასხვა საგანი აღმოჩნდეს.   ეს  ნამუშევარი დაიბადა რეალობაში და სიცოცხლე განაგრძო ვირტუალურად.

მისი მინუსი შეიძლება ის იყოს, რომ დრო გაუვა მის მიბაძვასაც. აღარ იქნება აქტუალური. 
თუმცა, მოახერხებს რომ მეხსიერებაში აღინიშნოს როგორც ღიმილის მომგვრელი ამბავი. 
და განა, ეს ცოტაა? რა უნდა იყოს, უფრო ბუნებრივი? რა არ არის წარმავალი? 
მუზეუმები არ არის წარმავალი? კიბატონო, ამიტომ, ეს ნამუშევარი კრიტიკულიც არის ყოველგვარი მუზეუმების მიმართ, გაჩერებული, გამყარებული შინაარსების მიმართ, რომლებიც საგნობრიობით ნარჩუნდებიან და ოდესღაც მიკრულ ფასს მყარი ტანით დიდხანს ატარებენ, ჩვენ კი, გვეუბნებიან - თავისთავად უნდა გიზიდავდე და გაინტერესებდეო. 
სანამ მოუნდება ადამიანებს ამ ნამუშევრის მიბაძვა, ღიმილი და მისი სხვებისთვის გაზიარება, ის იარსებებს, შემდეგ გაქრება. თუმცა ალბათ ცოტა უფრო დიდ ხანს იარსებებს ვიდრე თავად ბანანი, რომელიც უკვე ალბათ ლპება. 

...................................

ეს პოსტი დაიწერა 6 დეკემბერს, როცა კატელანის ბანანი გამოფენილი იყო. ახლა 8 დეკემბერია და დღეს ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა დევიდ დათუნამ  ეს ბანანი შეჭამა. მივიდა და პირდაპირ კედლიდან მოხსნა. დაველოდოთ რა მოხდება. 


10 დეკმბერია. დევიდ დათუნას ქცევას უკვე უდუდესი გამოხმაურება მოყვა მედიაში. 
მე, პირადად, კი, უკვე მომბეზრდა ეს თემა. ძალიან სერიოზული პიარის მიუხედავად და თავის დარეკლამების პოზიტიურიბის მიუხედავად, მე ვერ დავეთანხმები ვანდალური აქტის წახალისებას. სად გადის ზღვარი რომლის იქეთაც მორალურად და კანონით არ უნდა გადახვიდე და სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას არ შეეხო?! ნებისმიერი ქცევა ამ დონეზე გაშუქებული მედიის მიერ, ამკვიდრებს ქცევის და კულტურის ახალ ნორმებს. ერთადერთი სხვისი პირადი საკუთრების ხელყოფის ფაქტის გამო ვერ დავუკრავ ტაშს დათუნას ქცევას. დანარჩენი ვნახოთ, შოუ გრძელდება. 
















Comments