კვების თემა

იზოლაციაში კვების თემა არის ერთ-ერთი მთავარი.
და უცნაურია, რომ იქ სადაც საგანგებო, ანუ გამონაკლისი მდგომარეობაა კვება უფრო ჯანსაღდება. ჩვეულებრივ ცხოვრებაში კი კუჭს მზა საჭმელებით ვივსებთ და ფაქტობრივარდ არ ვფიქრობთ ამ პრობლემაზე. ამ ფონზე, მთლიანი რეალობის დანახვაც შეიძლება. ,,ქალი კუხნაში" სტერეოტიპის სიძულვილმა ლამის ერი მიიყვანოს გასტრიტის პანდემიამდე. ჩემს თცალსაწიერში ,,კუხნაში" არც ეკლესიურ მანდილოსნებს უხარიათ ყოფნა. აქ კი სულიერება უმატებს კუჭს პრობლემებს. მარხული და მონანული ქალი საკმაოდ დამოუკიდებელია. ერთგვარად, მოწყვეტილია იმ ტოპოსისტან რასაც კულტურა უწესებს. მთლად ურწმუნო და კაცის კულტის მადიდებელი ქალები კი მოგეხსენებათ როგორი იშვიათია.

ძველ საბერძნეთში ქალები რელიგიურ რიტუალებში გამონაკლისის სახით მონაწილეობდნენ წელიწადში რამდენჯერმე. დანარჩენი დრო შინ იყვნენ. ანუ თავის კულტურულ ტოპოსში. ახლა, როცა საზოგადო სივრცე გაქრა ყველაფერმა პრივატულ, ანუ ქალურ სივრცეში გადაინაცვლა. ბერძნული დრამის შინაარსებს თუ დავეყრდბობთ, ამ რეალობამ ოჯახური კონფლიქტები უნდა მოაგვაროს და სხვა წარმოშვას. თუმცა, შეიძლება ოჯახში გაღრმავდეს უაზრო კონფლიქტები. ყოფით საგნებზე ჩხუბი, ნერვოზი. 

ეკლესია ყველაზე ძველი საზოგადო სივრცის ადგილია. რაღაც არასახლური, უჭმელობისა და სულიერების, კუჭის წრიალისა და ფეხზე დგომის ტერიტორიაა. მღვდლებს რეალურად ეს კონფლიქტი არ ეთმობათ. სახლში დაჯდომა არ უნდათ. სერიოზულ საფრთხეს ხედავენ ამ ყველაფერში. დრამატურგიულად მათი წადილი დასაფასებელია.

რომ დააკვირდე იმ მღვდლების ჰაბიტუსებს, ვინც საპატრიარქოს არ ემხრობა, შენიშნავ რაღაც ტიპის სინაზეს, ან სახლურ იერს (თუმცა, პირველი ზიარება ხომ ,,შინ" მოხდა და არა ტაძარში. ინახით ისხდნენ მოციქულები, ანუ ნახევრად წამოწოლილები).
შეიძლება დაპირისპირებული წყვილებიც კი გამოყო. მაგალითად, ჩვეულებრივი 
ცხოვრება =არაჯანსაღ კვებას, ფეხზე დგომას, სიარულს, სხეულზე ნაკლებ ფიქრს, აზრიან, სერიოზულ კონფლიქტებს. იზოლაცია = ჯანსაღ კვებას, სხეულზე ფიქრს, უაზრო ადამიანურ კონფლიქტებს ყოფით საგნებზე. ბოლოს და ბოლოს, როგორ იქნება ნამდვილი დრამატული კონფლიქტი თუ არ იქნება ღალატი.

და რატომ არის სხეულზე მეტი ფიქრი იზოლაციაში? იმიტომ, რომ სხეული რომელიც დგას არც არსებობს. ფეხზე მდგარი სხეული ყოველთვის გარეთ არის. თუ ფეხზე დგახარ სხეულის სიტლანქე თითქმის შეკვეცილია, გონების ძალა გმართავს, ზრახვები გაქვს.  გასაქანი ეძლევა მეტაფიზიკასაც.  გავიხსენოთ პერიპათეტიკოსები. იგივე ხდება, როცა შინ ხარ და გონებით ცდილობ გარეთ გაღწევას. აი შიგნით კი შეიძლება რომ დაწვე, წამოწვე, ჩამოჯდე, მეტად იყო შენს თავთან, სერიოზული კონფლიქტების მიღმა. შინ, შეიძლება უსმენდე შენს სხეულს და ფიქრობდე რა ჭამო გემრიელი, სასარგებლო და საამო.
ბოლოს და ბოლოს, ახლა, როცა საგანგებო მდგომარეობაა ხომ ვერაფერი გადაგარჩენს გარეთ. ამ დროს მხოლოდ სახლში შეიძლება იყო.

Comments